გაკვეთილები



გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში


ძევერის საჯარო სკოლა                                                                         13. 05. 2013.
1-ლი კლასი
მასწავლებელი:  ლალი მახანაშვილი                                                                  


თემის სახელწოდება

შემაჯამებელი ტესტი მათემატიკაში

გაკვეთილის
სასწავლომიზნები
მოსწავლეები :
·         გამოიყენებენ სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილ ცოდნას, შეასრულებენ შეკრება-გამოკლებას 20-ის ფარგალში, აღწერენ გეომეტრიულ ფიგურებს.
·         ისტ კომპეტენციების გამოყენება ტესტზე მუშაობისას.

მასწავლებელი:
·         ტესტის შესრულებაზე დაკვირვება, რეაგირება აღმოჩენილ პრობლემებზე .


მისაღწევი შედეგები
მათ 1.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება -გამოკლების მოქმედებები.

მათ.1.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.

ისტ. 1.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.

მიმდინარეობა
აქტივობები და დრო

აქტივობა 1.შესავალი საუბარი  - მთელ კლასთან, 3-4 წუთი.
მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს,რომ ტესტი შედგება 10 საკითხისაგან, უნდა მოძებნონ და  დააფიქსირონ სწორი პასუხი,ტესტზე მუშაობისთვის აქვთ დრო 25 წუთი, ტესტის დასრულების შემდეგ ასრულებენ ოპერაციას ,,შეტანა“და უგზავნიან მასწავლებელს.

აქტივობა 2.ტესტზე მუშაობა -ინდივიდუალური, 1:1,  25 წუთი.
მოსწავლეები მუშაობენ ქსელში: მასწავლებელი უგზავნის წინასწარ მომზადებულ ტესტს, მოსწავლეები ასრულებენ და უგზავნიან მასწავლებელს.

აქტივობა 3. გაკვეთილის შეჯამება - წყვილებში, მთელ კლასთან, 4-5 წუთი.
მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის შემოწმებულ ტესტს,მოსწავლეები ნახულობენ,პოულობენ შეცდომებს საკუთარ და მეყწვილის ნაშრომში, მსჯელობენ შესრულებულ სამუშაოზე.


შეფასება

დაკვირვებით, ბუკის საშუალებით.
რესურსები
ბუკში მომზადებული ტესტი, ბუკები, როუტერი.

 




გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში


1-ლი კლასი                                                                                   ძევერის საჯარო სკოლა
მასწავლებელი-ლალი მახანაშვილი                                             10.04.2013 წელი



თემის სახელწოდება

ვასო და ჩიტი

გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლეებმა შეძლონ:
·         ტექსტის წაკითხვა და გაგება;
·         დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის მიმართ;
·         დამოუკიდებლად გაიგონ სავარჯიშოს პირობა;
·         ისტ-ის, ტექსტური რედაქტორის გამოყენება  მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობისას.

სწავლის შედეგები

ქართ. 1. 7.   მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს;
·         წინადადებების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
ქართ. 1. 8.მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (ინსტრუქციის, ...) წაკითხვა და გაგება.
·         დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას.
ისტ.  1.         მოსწავლე ფლობს ისტ - თან დაკავშირებულ ძირითად  ცნებებს და ოპერაციებს.

მიმდინარეობა
აქტივობები და დრო

      I.        გონებრივი იერიში__  მთელ კლასთან, 5-7 წუთი.
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
__რომელ ფრინველზე  წავიკითხეთ ტექსტი წინა გაკვეთილზე?
__ოფოფი როგორი ფრინველია?
__რატომ არის ოფოფი გარეული ფრინველი?
__რამდენიმე სიტყვით აღვწეროთ ოფოფი (ტანი-პატარა, ნისკარტი-გრძელი, ქოჩორი_ლამაზი, ბუმბული-ჭრელი)
__ოფოფი გადამფრენი ფრინველია ,თუ ჩვენთან დამრჩენი?
__რატომ ვუწოდებთ გადამფრენ ფრინველს?
__შეგიძლიათ დამისახელოთ ჩვენთან დამრჩენი ფრინველები?
__რა ვიცით ბეღურას შესახებ?

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიმართავს  ბუკის ეკრანებისკენ.

    II.        ტექსტზე მუშაობა__ქსელში მუშაობა, მთელ კლასთან, 10 წუთი.
1.      სათაურის მიხედვით ვარაუდის გამოთქმა;
2.      ტექსტის სანიმუშო წაკითხვა მასწავლებლის მიერ;
3.      ხმამაღალი გუნდური კითხვა;
4.      შერჩევითი კითხვა;
5.       გამოკრებითი კითხვა;
6.      კითხვა-პასუხი. დამოკიდებულების გამოხატვა.

  III.        განტვირთვის წუთები,თამაში ,,აფრინდა, აფრინდა...“ __მთელ კლასთან, 3-4 წუთი.
  IV.        სავარჯიშოს შესრულება -ინდივიდუალურად, 5-7 წუთი.
    V.        ნახატის ,,მტირალა ვასო“ გაფერადება- ინდივიდუალურად, 5-7 წუთი.

შეფასება


·         რუბრიკის გამოყენებით

შეფასების კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ტექსტის წაკითხვა და გაგება
ტექსტს კითხულობს მთლიანი სიტყვებით და გამოხატავს დამოკიდებულე-ბას წაკითხულის მიმართ
ტექსტს კითხულობს დამარცვლით,
აზრს გადმოსცემს მასწავლებლის დახმარებით
უჭირს ტექსტის წაკითხვა,
წაკითხულის გააზრება
ტექსტური რედაქტორის გამოყენება
დამოუკიდებლად, წარმატებით იყენებს ტექსტურ რედაქტორს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობის განხორციელებისას
ტექსტურ რედაქტორში მუშაობს მასწავლებლის მითითებებით
უჭირს ტექსტურ რედაქტორში მუშაობა

·         განმავითარებელი ზეპირი კომენტარებით.

რესურსები
აქტივობა I.დაფა, ცარცი.
აქტივობა II.პროგრამა Microsoft POVERPOINT-ი, ბუკი-15 ცალი,როუტერი.
აქტივობა III. ---
აქტივობა IV.პროგრამა Microsoft Word-ი, ბუკები.
აქტივობა V.გასაფერადებელი ნახატი ,,მტირალა ვასო“, ფერადი ფანქრები

Комментариев нет:

Отправить комментарий